„უკრაინა მზადაა, შეთანხმებას ხელი ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ხელსაყრელ ფორმატში მოაწეროს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პარასკევს თეთრ სახლში გამართული შეხვედრა „ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო“ და ახლა ამის „გამოსწორების დროა“. ზელენსკი წერს, რომ არავის სურს მშვიდობა, ისე როგორც უკრაინელებს და ის და მისი გუნდი მზად არიან, პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ხანგრძლივი მშვიდობისთვის იმუშაონ.
„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი ერთგულება მშვიდობისადმი.
არავის გვსურს გაუთავებელი ომი. უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა გრძელვადიან მშვიდობას მიუახლოვდეს. უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის სურს, მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, რათა ხანგრძლივი მშვიდობა მივიღოთ.
I would like to reiterate Ukraine’s commitment to peace.
None of us wants an endless war. Ukraine is ready to come to the negotiating table as soon as possible to bring lasting peace closer. Nobody wants peace more than Ukrainians. My team and I stand ready to work under…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 4, 2025
ჩვენ მზად ვართ, სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად. პირველი ეტაპები შესაძლოა ტყვეების გათავისუფლება და საჰაერო ზავი – რაკეტების, შორი დისტანციის თვითმფრინავების, ენერგეტიკისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის აკრძალვა და საზღვაო ზავი იყოს, თუ რუსეთი იმავეს გააკეთებს. შემდეგ გვსურს, ძალიან სწრაფად გადავიდეთ ყველა მომდევნო ეტაპზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად საბოლოო შეთანხმებაზე ვიმუშაოთ.
ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, თუ რამდენი გააკეთა აშშ-მა უკრაინის დახმარებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. გვახსოვს მომენტი, როგორ შეიცვალა ყველაფერი, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას ჯაველინები მიაწოდა. ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის.
პარასკევს ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ისე არ წარმართა, როგორც საჭირო იყო. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. დროა, გამოვასწოროთ. ჩვენ გვინდა, რომ მომავალი თანამშრომლობა და კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს. რაც შეეხება მინერალებისა და უსაფრთხოების შეთანხმებას, უკრაინა მზადაა, მას ხელი ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ხელსაყრელ ფორმატში მოაწეროს. ჩვენ ვხედავთ შეთანხმებას, როგორც ნაბიჯს მეტი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ. იმედი მაქვს, რომ ის ეფექტურად იმუშავებს”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
