კატეგორიები

რას ცვლის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეწყვეტა უკრაინისათვის

რას ცვლის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეწყვეტა უკრაინისათვის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ბრძანება გასცა.

ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიას CNN-ს, Fox News-ს, Reuters-ს და სხვებს თეთრი სახლიდან მიაწოდეს.

ვაშინგტონში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის მომხდარი ცხარე კამათის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არაა.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გამართულ სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა უკრაინას ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესაჩერებლად გეგმაზე მუშაობას დაიწყებენ. სამიტს ესწრებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, თორნიკე შარაშენიძეს, რომელმაც ამერიკული დახმარების შეწყვეტის შესაძლო შედეგებისა და უკრაინის დახმარების საკითხში ევროპისა და თურქეთის როლის შესახებ ისაუბრა.

Related news
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები