მზია ამაღლობელის საქმეში დევს დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას მიერ 15 თებერვალს შედგენილი პატაკი, თითქოს, ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა და ამისთვის სატელეფონო კავშირს იყენებდა.
როგორც მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, დეტექტივის პატაკი და მისი გამოკითხვის ოქმი მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს არ აკმაყოფილებს.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ამ გზით პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონზე, შესაბამისად, მის სამსახურებრივ და პირად ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება სურს.
მზია ამაღლობელის საქმის დეტალებსა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ჟურნალისტის ერთ-ერთმა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ისაუბრა.
