კატეგორიები

ტრეფიკინგში ბრალდებული ძმები, ენდრიუ და ტრისტან ტეიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ

ტრეფიკინგში ბრალდებული ძმები, ენდრიუ და ტრისტან ტეიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ
ტრეფიკინგში ბრალდებული ძმები, ენდრიუ და ტრისტან ტეიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ. ამერიკელი ინფლუენსერი და მისი ძმა რუმინეთიდან შტატებში სამოგზაურო შეზღუდვის მოხსნის შემდეგ გაფრინდნენ.

რუმინეთის პროკურატურის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოცემა Financial Times-ი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა, ეიძულებინა რუმინეთის ხელისუფლება, მოეხსნათ სამოგზაურო შეზღუდვები ძმები ტეიტებისთვის.

27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას ძმებ ტეიტებთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ამ საკითხზე არაფერი იცის.

ენდრიუ და ტრისტან ტეიტები ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობენ. ისინი 2022 წელს ბუქარესტში დააკავეს სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის ბრალდებებით. ისინი ბრალდებებს უარყოფენ.

Related news
ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები