„ევროკავშირისკენ გზა – უპირატესობები და წინსვლის შესაძლებლობა“ – პუბლიკაცია, რომელიც ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობაზე გვიყვება.
როგორია გამოცემის კონცეფცია, რატომ არის ევროკავშირი უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, რა სარგებელი აქვს მის წევრობას, რას ნიშნავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და როგორი შეიძლება იყოს ქვეყნის მომავალი ევროკავშირში – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროექტის ექსპერტმა ეკატერინე ქარდავამ და პროექტის კოორდინატორმა გიორგი კაკუბავამ ისაუბრეს.
