„აივ ინფექცია და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, პრევენცია და ტესტირების მნიშვნელობა“ – ამ თემის შესახებ „შიდსის ჯანდაცვის ფონდის” წარმომადგენლობამ საქართველოში მედიისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი იყო სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების გზებსა და მედიის როლზე მოსახლეობის ინფორმირებისთვის.
რა ვითარებაა საქართველოში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მიმართულებით და რა ნაბიჯები იდგმება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „შიდსის ჯანდაცვის ფონდის” საქართველოს პროგრამის მენეჯერმა ნინო ხეთაგურმა ისაუბრა.
