„ქართული ოცნება“ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას აპირებს. კანონის ინიციატორები ამბობენ, რომ მისი საშუალებით დადგინდება მედიის ობიექტურობა და ჟურნალისტური სტანდარტები. ამავე კანონის მიხედვით, ქართულ მედიასაშუალებებს შეეზღუდებათ წვდომა უცხოურ დაფინანსებაზე.
ვინ და რა პრინციპით განსაზღვრავს მედიის მიუკერძოებლობას, რა საფრთხეებს შეუქმნის საკანონმდებლო ცვლილებები თავისუფალი მედიის ფინანსურ მდგრადობას, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მის სრულფასოვან ფუნქციონირებას – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პოლიტიკისა და მედიის ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა ისაუბრა.