ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩაის დაყენება შეიძლება იყოს ერთგვარი ფილტრი სასმელ წყალში პოტენციურად არსებული მავნე მძიმე მეტალების წინააღმდეგ. ჩაის თვისებები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო, ფართოდ არის ცნობილი, თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც ამ სიას უნდა დაემატოს.
მკვლევრებმა შეერთებული შტატებიდან ჩაის სხვადასხვა სახეობა ტიპური დუღილის პირობებში გამოცადეს წყალში, რომელიც გარკვეული რაოდენობით ტყვიასა თუ სხვა ლითონებს შეიცავდა (ქრომი, სპილენძი, თუთია და კადმიუმი), ტყვიის ზემოქმედებამ შეიძლება ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები გამოიწვიოს. დიდ დოზებსა და მძიმე შემთხვევებში კი, ტვინისა და თირკმელების დაზიანებას იწვევს.
85 გრადუს ცელსიუსზე დაყენების შემდეგ მათ შეაფასეს, თუ რა რაოდენობის ლითონის შეწოვა მოხდა დროის სხვადასხვა ინტერვალში.
ჟურნალ ACS Food Science & Technology-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, შესაძლოა, ერთი ფინჯანი ჩაის მომზადებამ გამოყენებულ სასმელ წყალში ტყვიის შემცველობა 15%-ით შეამციროს.
„ჩაის ფოთლებს აქვს მაღალი აქტიურობის ზედაპირის ფართობი, რაც სასარგებლო თვისებაა შემწოვი მასალისთვის და ასევე აუმჯობესებს და ხელს უწყობს წყალში არომატული ქიმიკატების სწრაფად გამოყოფა/გავრცელებას“, – განაცხადა ბენჟამინ შინდელმა, რომელიც აშშ-ში ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის დოქტორანტი და კვლევის ერთ-ერთი პირველი ავტორი იყო.
ბენჟამინ შინდელმა ასევე ხაზი გაუსვა პროცესის პრაქტიკულობას, რადგან ჩაი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სასმელია. მაგალითად, 2022 წელს 6,5 მილიონი ტონა ჩაი მოიხმარეს.
„ჩაის მომზადებისთვის დამატებით არაფერია საჭირო, უბრალოდ ჩაყარეთ ფოთლები წყალში, მოურიეთ და ის თვითონ მოაშორებს მავნე ლითონებს”, – დასძინა მან.
ჩაის ფოთლების ტრანსფორმაცია აძლიერებს მათი კავშირის უნარს გარკვეულ ნივთიერებებთან. შავი ჩაი ოდნავ უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა ჯიშები. ფოთლების დაფქვა ასევე აძლიერებს ეფექტს მთლიანი ზედაპირის ფართობის გაფართოებით, რომელსაც შეუძლია ლითონის შეწოვა. უახლესი ანგარიშის მიხედვით, დუღილის უფრო ხანგრძლივი დრო პირდაპირ კავშირშია ტყვიის უფრო მეტ შემცირებასთან. „ნებისმიერი ჩაი, რომელიც უფრო დიდხანს იხარშება (რომელსაც უფრო დიდი ხანი სჭირდება დასაყენებლად), უფრო ეფექტურად აცლის მეტალებს”, – აღნიშნავს ბენჟამინ შინდელი.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ჩაის პაკეტი ამ პროცესში ხელშემწყობი ფაქტორია. ცელულოზის შეფუთვა, რომელიც ნახერხისგან არის დამზადებული ყველაზე ეფექტური იყო წყალში ლითონის დასაჭერად.
„ბამბისა და ნეილონის შეფუთვა კი პრაქტიკულად არ აშორებს მძიმე მეტალებს. ნეილონის ჩაის პაკეტები უკვე პრობლემურია, რადგან ისინი გამოყოფენ პლასტმასის მიკრონაწილაკებს, მაგრამ დღეს გამოყენებული ჩაის პაკეტების უმეტესი ნაწილი ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული, როგორიცაა ცელულოზა. ამან შეიძლება გამოყოს ცელულოზის მიკრონაწილაკები, მაგრამ ეს მხოლოდ ბოჭკოა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი უპრობლემოდ უმკლავდება. ფილტრაციის ეს თვისებები შეიძლება დაემატოს ჩაის მოხმარებასთან დაკავშირებულ დადებით მხარეებს, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ნეიროდეგენერაციული დაავადებების წინააღმდეგ დამცავი ეფექტი.
თუ ადამიანები დღეში დამატებით ერთ ფინჯან ჩაის დალევენ, შესაძლოა დროთა განმავლობაში დავინახოთ დაავადებების შემცირება, რომლებიც მჭიდრო კავშირშია მძიმე მეტალების ზემოქმედებასთან”, – განაცხადა მკვლევარმა ბენჟამინ შინდელმა.
