კატეგორიები

კირ სტარმერი ვაშინგტონშია

კირ სტარმერი ვაშინგტონშია

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ვაშინგტონში ჩაფრინდა. კირ სტარმერს ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპი უმასპინძლებს. აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულება და ტრანსატლანტიკური კავშირებია. ლონდონს აქვს ამბიცია, რომ პროცესში ევროპასა და აშშ-ს შორის ხიდის როლს ითამაშებს. ლონდონში ფიქრობენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინამ უნდა მიიღოს  ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები, რათა ვლადიმერ პუტინმა ახლო მომავალში კიევზე აგრესია ხელახლა არ სცადოს.

ვაშინგტონში მყოფ ბრიტანულ დელეგაციაში არიან ლორდთა პალატის წევრებიც, ვისთან ერთადაც სტარმერი დიდი ბრიტანეთის საელჩოს ეწვია. ამ შეხვედრაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის სამართლიანი და დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ბრიტანელ ლიდერამდე ვაშინგტონში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც იმყოფებოდა.

„არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა უსაფრთხოებაში, ვაჭრობაში, ტექნოლოგიებში, ფინანსებსა თუ სხვა საკითხებში ვიდრე ურთიერთობა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის. ის სამართლიანი და დაბალანსებულია, ამ ურთიერთობის ქვაკუთხედი კი საერთო ფუნდამენტური ღირებულებებია – ღიაობა, დემოკრატია, თავისუფლება. სწორედ მისი დაცვის ნება ვაჩვენეთ ჩვენ, როდესაც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად გავზარდეთ თავდაცვის ხარჯები. მთელი მსოფლიო აღტაცებით ვუყურებთ ამ სახელმწიფოს, რადგან ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობებს უკეთესი მომავლისთვის. ამიტომაც გვსურს ახალი პარტნიორობა აშშ-სთან. ვიზიარებთ იმ აზრს, რომ უკეთესი დღეები წინ გვაქვს, ღია ვართ ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის. ისტორიამ აჩვენა, რომ როდესაც ერთად ვმუშაობთ, დიადი საქმეები კეთდება”, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები