კატეგორიები

ამერიკელი და რუსი დიპლომატების შეხვედრა

ამერიკელი და რუსი დიპლომატების შეხვედრა

ამერიკელი და რუსი დიპლომატები სტამბოლში ხვდებიან. განხილვის თემა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ორმხრივი ურთიერთობის რეგულირებაა, რომლის შესახებაც შეთანხმებას ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა საუდის არაბეთში მიაღწიეს.

ამ მხრივ პირველ ნაბიჯად დედაქალაქებში დიპლომატიური მისიების სრულფასოვანი აღდგენა დასახელდა. სწორედ ამ საკითხს დაეთმობა მაღალი დონის დიპლომატებს შორის შეხვედრა თურქეთში, ქვეყანაში, რომელიც მედიატორობის სურვილს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესზეც გამოთქვამს.

ცნობილია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე არ იქნება განხილული უკრაინაში რუსული აგრესიის დასრულებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებზეც სპეციალური ჯგუფი მუშაობს. სწორედ ასე შეთანხმდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერ-რიადში შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა.

დაკავშირებული ამბები
ისრაელის მასირებულ იერიშებს ლიბანზე სულ მცირე 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო ზავს პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ
სხვა ამბები