უკრაინაში მიმდინარე ომის დაწყებიდან 3 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით „თბილისის უკრაინულმა სახლმა” თავის მეგობრებთან, მხარდამჭერებსა და მოსარგებლეებთან ერთად პატივი მიაგო უკრაინელი ხალხის თავდადებასა და სიმტკიცეს დამანგრეველი ომის პირისპირ.
შეხვედრა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გაიმართა. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერმა ლევან ასათიანმა ისაუბრა.
