კატეგორიები

მაკრონის მოხსენება

მაკრონის მოხსენება
ემანუელ მაკრონმა თეთრ სახლში ვიზიტის დეტალები ევროკავშირის ლიდერებს გააცნო. საფრანგეთის პრეზიდენტის მოხსენება ვიდეოკონფერენციით შედგა, რა დროსაც ის ევროპელ მოკავშირეებს სრულფასოვნად მოუყვა, თუ რა იყო განხილული მასსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე. 

დისკუსია მეტწილად უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებულ სამშვიდობო ინიციატივებსა და ტრანს-ატლანტიკურ კავშირებს ეხებოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა აღნიშნავს, რომ მოკავშირეები მჭიდრო კოორდინაციას აგრძელებენ, მაკრონის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კი 6 მარტს ჩანიშნული ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა. მისივე თქმით, ამ სამიტზე ევროპა უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

თავად საფრანგეთის პრეზიდენტი კი მანამდე აღნიშნავდა, რომ ვაშინგტონში ვიზიტი გარდამტეხი იყო, სადაც ის შეეცადა დაერწმუნებინა ამერიკელი კოლეგა, თუ რატომ უნდა დადგეს ამ ვითარებაში ამერიკა ევროპის მხარეს. ამასთან, საჯაროდ ტრამპს ევროპული უსაფრთხოების ან უკრაინის სუვერენიტეტის საკითხზე დაპირებები არ გაუცია. ევროპის მიმართ მისი მოთხოვნა უცვლელი რჩება – კონტინენტმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს.

Related news
ევროპელი ლიდერების პოზიციაა - ახლო აღმოსავლეთში შეწყდეს იერიშები სტრატეგიულ და სამოქალაქო ობიექტებზე სლოვენიაში არჩევნები უცხოელ ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე ჩატარდება
სხვა ამბები