როდის იქცევა ბუნებრივი მოვლენა ბუნებრივ კატასტროფად, რა როლი აქვს ამ პროცესში წინასწარი გეგმებისა და სტრატეგიების მომზადებას, იმისთვის რომ რისკები მინიმუმამდე შემცირდეს?
როგორი გეგმა აქვს საქართველოს ბუნებრივი მოვლენების მართვისთვის და რამდენად არის საკმარისი ის რესურსები, რასაც სხვადასხვა სტიქიის დროს ქვეყანა იყენებს – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩოკონვენციის სამდივნოს პროგრამების ოფიცერმა მაია ცხვარაძემ ისაუბრა.
საერთაშორისო ექსპერტმა ევრონიუს ჯორჯიასთან ასევე ისაუბრა სტიქიის შემდგომ პერიოდზეც – რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა და რა ზომებია შესაბამისი უწყებების მხრიდან მისაღები, როდესაც ინტენსიური თოვა შეწყდება და თოვლის მასა დნობას დაიწყებს?
„გურიის მხარე მეწყრებისკენ ისედაც მიდრეკილია, ამიტომ გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს დაგეგმვა, რეაგირების გეგმების შემუშავება. დაგეგმვა უნდა დაიწყოს დღეიდანვე”, – ამბობს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩოკონვენციის სამდივნოს პროგრამების ოფიცერი, მაია ცხვარაძე.
