კატეგორიები

ტრამპი ამბობს, რომ პუტინი დასთანხმდება ევროპული ჯარების უკრაინაში განლაგებას

ტრამპი ამბობს, რომ პუტინი დასთანხმდება ევროპული ჯარების უკრაინაში განლაგებას

თეთრ სახლში აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.  შეხვედრის პირველი ეტაპის შემდეგ ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვებს ოვალურ კაბინეტში უპასუხეს. ტრამპმა თქვა, რომ პუტინი დასთანხმდება ევროპელი სამშვიდობოების განლაგებას უკრაინაში და ომი შესაძლოა „კვირებში” დასრულდეს.

დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაუშვებს ევროპელი სამშვიდობოების განლაგებას უკრაინაში, როგორც ომის დასრულების პოტენციური შეთანხმების ნაწილს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში, ვაშინგტონი, აშშ, 24 თებერვალი, 2025 წელი Copyright AP Photo

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი, ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროპა მზად არის, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, მათ შორის სამშვიდობო ძალები განალაგოს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში.

როგორც ტრამპმა დასძინა, ვერ ხედავს პრობლემას ევროპული ჯარების უკრაინაში გაგზავნაში  და ეს იდეა პუტინს უკვე გააცნო.

„დიახ, ის დასთანხმდება ამას”, – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ომი შეიძლება დასრულდეს „კვირებში, თუ ჩვენ ჭკვიანები ვიქნებით. თუ ჩვენ არ ვიქნებით ჭკვიანები, ის გაგრძელდება… ჩვენ ეს არ გვინდა… ეს შეიძლება გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში, ჩვენ არც ეს გვინდა”.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ისაუბრა უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის თაობაზე შეთანხმების შესახებ. მან თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი შტატებში შესაძლოა ჩავიდეს „ამ კვირაში, ან მომავალ კვირაში“.

„გამიხარდება მისი ნახვა“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა ძალიან ახლოსაა.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები