გაეროს გენერალურმა ასამბლეამ არ მიიღო უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული შეერთებული შტატების მიერ წარდგენილი რეზოლუცია. მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ რეზოლუციის ტექსტში მკაფიოდ არ იყო ნახსენები რუსეთის აგრესია.
ევროკავშირი წარმომადგენელთა მიერ შეტანილი შესწორებების შემდეგ, რეზოლუცია 93 ხმით დამტკიცდა, 18-მა წინააღმდეგ მისცა ხმა და ხოლო 65-მა თავი შეიკავა. ბოლო ინფორმაციით, საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. რეზოლუცია ასევე გადაეგზავნა გაეროს უშიშროების საბჭოსაც, სადაც რეზოლუციამ 15 წევრისგან შემდგარ საბჭოში 10 ხმა მიიღო.
რეზოლუციის მიღებაზე უარი თქვა შეერთებულმა შტატებმა. ვაშინგტონის მიერ ინიცირებულ წინადადებაში არ იყო ნახსენები რუსეთის აგრესია, სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც არღვევს გაეროს წესდებას. აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში კენჭისყრამდე ევროპელებმა სამი შესწორება წარადგინეს, რომლითაც მტკიცედ არის აღიარებული მოსკოვის აგრესია.
„დღეს სამი წელი გავიდა უკრაინაში რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ მტკიცედ ვგმობთ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. გენერალური ასამბლეა მოითხოვს ამ სასტიკი ომის ადრეულ დასრულებას, სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას გაეროს წესდების შესაბამისად.”- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიანა ბეცამ.
რუსეთმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ რომ ევროპამ არ ან ვერ გააცნობიერა კონფლიქტის მთავარი მიზეზები, რითაც მათი შეფასებით, კიდევ ერთი ანტირუსული დოკუმენტი გაჩნდა.
„სამწუხაროდ, ჩვენი შესწორების არ შეტანის გამო, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ კონფლიქტის ძირეული მიზეზები და ასევე ევროპული ცვლილებების მიღების შემდეგ, მისი არსი მთლიანად დამახინჯდა.”- განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ.
„ეს რეზოლუცია მშვიდობის გზაზე გვაყენებს. ეს არის პირველი, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ. ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს უკრაინის, რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობიანი მომავლის ასაშენებლად”, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოადგილემ გაეროში.
რეზოლუცია უკვე გადაეგზავნა გაეროს უშიშროების საბჭოს. 15 წევრისგან შემდგარ საბჭოში დოკუმენტს 10 ხმა აქვს. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, დანიამ, საბერძნეთმა და სლოვენიამ.
