კატეგორიები

104 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

104 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან
104 წლის წინ ამ დღეს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველოში საბჭოთა ოკუპაცია დაიწყო. რამდენიმეკვირიანი ბრძოლისა და თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა თავისუფლების დაცვა ვერ შეძლეს.

1921 წლის 25 თებერვალს, იმ დროს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში, თბილისში საბჭოთა დიქტატურა მყარდებოდა, პარიზში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგანგებო დესპანი და სრულუფლებიანი მინისტრი აკაკი ჩხენკელი, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრ მილიერანს რწმუნებათა სიგელს გადასცემდა.

2025 წლის 25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ქართველი დიპლომატისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის აკაკი ჩხენკელის პირადი დღიურებისა და საქმიანი წერილების პრეზენტაცია.

ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, ზურაბ გაიპარაშვილმა ისაუბრა.

Related news
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები