უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი წლისთავზე, გერმანიაში გადამწყვეტი არჩევნები გაიმართა – მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ქვეყნის მომავალს, არამედ გერმანიის როლს გლობალურ ასპარეზზე.
კონსერვატიულმა ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა არჩევნები მოიგო, ამასთან მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა ულტრა-მემარჯვენეთა პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის”.
რას ნიშნავს ევროპის მთავარი ეკონომიკის უფრო ნაციონალისტური და ანტიიმიგრაციული რიტორიკისკენ გადახრა, როგორი იქნება გერმანიის როლი უკრაინის მხარდაჭერაში და რა როლს დაიკავებს ბერლინი ახალ მსოფლიო წესრიგში – ამ საკითხებზე ევრონიუს ჯორჯია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარს, შორენა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
