კატეგორიები

დიდი ბრიტანეთი რუსეთს 2022 წლის შემდეგ სანქციების უდიდეს პაკეტს უწესებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთს 2022 წლის შემდეგ სანქციების უდიდეს პაკეტს უწესებს

დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის შემდეგ რუსეთს სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი დაუწესა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, სანქციების ეს პაკეტი მიზანში იღებს მომარაგების ქსელებსა და შემოსავლებს, რომლებიც პუტინის უკანონო ომს უწყობს ხელს.

სანქციები ეხება რუსი სამხედროებისთვის მანქანა-იარაღების, ელექტრონიკისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის მწარმოებლებსა და მომწოდებლებს; ასევე ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრს, ნო კვანგ-ჩოლს და სხვა გენერლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან 11 ათასი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცის რუსეთის ომში გაგზავნაზე.

დასანქცირდება დამატებით 13 რუსული სამიზნე, მათ შორის, Grant-Trade-ის მფლობელი მარატ მუსტაფაევი და მისი და, დინარა მუსტაფაევა, რომლებმაც კომპანია განვითარებული ტექნოლოგიური საშუალებების ევროპიდან რუსეთში შესატანად გამოიყენეს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ უკრაინის გაძლიერება ევროპისა და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

გარდა სანქციებისა, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების სამი წლის თავზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინისთვის 4,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებაც  გამოაცხადა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები