გალერეა Window Project-ში ჯგუფური გამოფენა მიმდინარეობს სახელწოდებით SOS. ექსპოზიცია სხვადასხვა თაობის ქართველ ხელოვანებს აერთიანებს და 1989 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ გამოწვევებს ეხმიანება.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გამოფენის შესახებ გალერეა Window Project-ის დამფუძნებელმა თამუნა ღვაბერიძემ და გამოფენის მონაწილემ, ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა ისაუბრეს.