„რეჟიმმა დააბრუნა წამება… მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი გადახდათ, ვიდრე ვნახეთ. ენით აღუწერელია ის სისასტიკე, რომელიც გამოიარეს. მოკვლით, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და იყო სახელდახელოდ მოწყობილი საწამებელი ავტობუსები მთელ რუსთაველზე”.
საპროტესტო აქციები, დაპირისპირება, ჯარიმები, აქციის მონაწილეთა დაკავება და წამების ნიშნები – „საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის” დირექტორი ლელა ცისკარიშვილი საუბრობს, თუ როგორია საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ეფექტი საზოგადოებაზე.