წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში პოპულარული მოვლენაა, რომელშიც ერთვება 90 მილიონზე მეტი ადამიანი ასზე მეტი ქვეყნიდან. ისინი ერთიანდებიან საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!
ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის მნიშვნელობა და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა, გვანცა ჯობავამ ისაუბრა.