კატეგორიები

აშშ-ის სენატმა კაშ პატელი FBI-ს დირექტორად დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა კაშ პატელი FBI-ს დირექტორად დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე კაშ პატელი დაამტკიცა.

მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 51-მა, ხოლო 49-მ, მათ შორის ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა, წინააღმდეგ მისცა ხმა.

კაშ პატელი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მტკიცე მოკავშირეა.

მისი კანდიდატურის წარდგენამ დიდი შეშფოთება გამოიწვია იმის გამო, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, მას არ აქვს მართვის დიდი გამოცდილება.

პატელი FBI-ში რადიკალური ცვლილებების მომხრეა და წარსულში აკრიტიკებდა იმ საგამოძიებო ბიუროს შექმნას, რომელიც დონალდ ტრამპსა და რუსეთს შორის კავშირებს იძიებდა.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას ვაშინგტონი გეგმავს, ისრაელს 40 000 მძლავრი ავიაბომბი გადასცეს
სხვა ამბები