როგორც ცნობილია, რიადში, რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებებისას ამერიკულმა მხარემ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაუქმების მოთხოვნაზე უარი განაცხადა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეიცვლება თუ არა ვითარება მოლაპარაკებების დასრულებამდე.
რუმინეთის პრეზიდენტის შტაბის უფროსის და მრჩევლის კრისტიან დიაკონესკუს განცხადებით, ამერიკულმა მხარემ უარყო მოსკოვის წინადადება დააბრუნოს ნატო-ს უსაფრთხოების ზონა 1997 წლის ,,დამფუძნებელი აქტით“ გათვალისწინებულ საზღვრებში. “თუმცა არ არსებობს გარანტიები, რომ მომავალში არ დათანხმდება” ,- თქვა ქრისტიან დიაკონესკუმ.
დიაკონსესკუს თქმით, სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს და იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა წინადადებას დათანხმდება, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი რუსეთის გავლენის სფეროში მოექცევა.