კატეგორიები

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა, კიევთან იშვიათი მინერალების შესახებ „გამარტივებული“ შეთანხმების მიღწევას შეეცადოს

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა, კიევთან იშვიათი მინერალების შესახებ „გამარტივებული“ შეთანხმების მიღწევას შეეცადოს
Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა, კიევთან იშვიათი მინერალების შესახებ „გამარტივებული“ შეთანხმების დადებას შეეცადოს.

სააგენტო ამ ინფორმაციას ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. დოკუმენტის „გამარტივებულ“ ვერსიაში წარმოდგენილი არ იქნება კონკრეტული დეტალები.

Reuters-ის ცნობით, შეთანხმების კონკრეტული პირობები შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად განისაზღვრება.

გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის გაცემული სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, ვაშინგტონი უკრაინის იშვიათი წიაღისეულის 50%-ს მიიღებდა, არ დათანხმდა. მან განაცხადა, რომ შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე იყო ორიენტირებული და მკაფიო პუნქტებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით არ მოიცავდა.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები