„რაც რამ მებადა“- მხატვრისა და მწერლის ოლესია თავაძის პროზაული კრებულია, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიცა. 2010 და 2013 წლებში მკითხველი გაეცნო ავტორის მინიატიურების ორ კრებულს. ახლა კი ამ მინიატურებს დაემატა ოლესია თავაძის ბოლო წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები და მისივე ესეისტიკა. 700-გვერდიანი პროზაული კრებული ავტორის ილუსტრაციებითაა გაფორმებული.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში წიგნის ავტორმა ოლესია თავაძემ ისაუბრა.