კატეგორიები

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი სექსუალური ძალადობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი სექსუალური ძალადობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ლუის რუბიალესი – ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ბრალი ფეხბურთელ ჯენი ერმოსოზე სექსუალურ ძალადობაში ედებოდა.

პროკურორები რუბიალესისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მას დაახლოებით €10 000-იანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან, მას 12 თვის განმავლობაში ჯენი ერმოსოსთან 200 მეტრით მიახლოება და მასთან კონტაქტი აეკრძალა.

2023 წლის აგვისტოში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში ინგლისის საფეხბურთო ნაკრებზე ესპანეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, რუბიალესმა ნაკრების წევრს, ჯენი ერმოსოს ტუჩებში აკოცა. ერმოსოს თქმით, ეს მისი თანხმობის გარეშე მოხდა.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ზაპატეროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ესპანეთი ევროკავშირისგან მოითხოვს, გააუქმოს ისრაელთან გაფორმებული „ასოცირების შეთანხმება“
სხვა ამბები