მთავარიმსოფლიოემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ვაშინგტონს ეწვევიან

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ვაშინგტონს ეწვევიან

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა მაიკ უოლცმა გუშინ განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში ვაშინგტონს ეწვევიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

მისი თქმით, საუბრები შეეხება უკრაინას და უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებას.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შესაძლებლობა არსებობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, მაიკ უოლცმა უპასუხა, რომ ისინი ყველა მხარესთან არიან ჩართული და შემდეგი ნაბიჯი დეტალებზე სასაუბროდ ტექნიკური გუნდების ჩამოყალიბებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend