მთავარიამერიკააშშაშშ-ის ბოიკოტი სამხრეთ აფრიკას

აშშ-ის ბოიკოტი სამხრეთ აფრიკას

იოჰანესბურგში დიდი ოცეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. სამიტს არ დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. აშშ-ი სამხრეთ აფრიკას ამ ფორმით ბოიკოტს უცხადებს. მიზეზი კი ვაშინგტონსა და პრეტორიას შორის დაძაბული ურთიერთობაა.

ოვალურ კაბინეტში დაბრუნების შემდეგ  აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკას დაფინანსება სრულად შეუჩერა.

ვაშინგტონმა ეს ზომა ქვეყანაში ადამიანის უფლებების შელახვის, კერძოდ, თეთრკანიანი უმცირესობის დისკრიმინაციის, მიწის კონფისკაციის კანონისა და მავნე კლასობრივი მიდგომების საპასუხოდ აამოქმედა. თავად მარკო რუბიო კი სამხრეთ აფრიკას „ანტი-ამერიკანიზმში” ადანაშაულებდა.

სამხრეთ აფრიკის ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს. დიდი ოცეულის შეხვედრაზე უკვე ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ადგილზე ელოდებიან პეკინის პირველ დიპლომატსაც.  ს

ამიტზე მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები  ეკონომიკურ მდგრადობაზე, კლიმატსა და თანასწორობაზე გეგმავენ მსჯელობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend