„მხოლოდ ხმაა, რომელიც რჩება”- ეს გახლავთ ორგანზომილებიანი ხმოვანი ვიდეოთამაში, რომლის ავტორებიც არტისტები მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე არიან.
ვიდეოთამაშის მთავარი იდეა თამაშის პროცესში მუსიკალური ნაწარმოების შექმნაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშე ნაწილებად დაშლილ მუსიკალურ ნაწარმოებს აწყობს და თავად მასზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება საბოლოო კომპოზიცია.
თამაშის პრეზენტაცია, პერფორმანსისა და კონცერტის თანხლებით, ივნისში, კორეის დედაქალაქ სეულის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია დაგეგმილი.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ვიდეოთამაშის შესახებ არტისტმა მარიამ ნატროშვილმა ისაუბრა.