მთავარიევროპაუკრაინაკიტ კელოგი კიევში ჩავიდა

კიტ კელოგი კიევში ჩავიდა

უკრაინა-რუსეთის საკითხზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევშია. ომში მყოფ ქვეყანაში დიპლომატი პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა და დედაქალაქში 3 დღის განმავლობაში აპირებს დარჩენას. ის შეხვდება ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა მაღალჩინოსნებს. ვიზიტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საუბარი მხარეებს შორის დიპლომატიურ და სამხედრო საკითხებს შეეხება, ასევე პოტენციურ გზებს მშვიდობის მისაღწევად.

„ომი  არ დაიწყებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი რომ ყოფილიყო. მას ესმის, რომ ხალხი იტანჯება, რომ ინგრევა ქალაქები. ამიტომ ჩვენი სურვილია, ეს ყველაფერი დასრულდეს. ჩვენ გვესმის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა უკრაინისთვის, ჩემი მისიის ნაწილი მოსმენაა, ამიტომ მოვუსმენ კიევს. ვიზიტის შემდეგ კი დავბრუნდები ვაშინგტონში და დაველაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს”, – აღნიშნა კელოგმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კიტ კელოგი მანამდე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელსა და პოლონეთში, სადაც პრეზიდენტ ანდრეი დუდასთან პირობა დადო, რომ აშშ პოლონეთის ტერიტორიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას არ აპირებს, ისევე როგორც ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებში აღმოსავლეთ ფლანგზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend