მთავარიევროპარუსეთირუსეთის დუმაში რატიფიცირებულია ბელარუსთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება

რუსეთის დუმაში რატიფიცირებულია ბელარუსთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ბელარუსთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კანონის რატიფიცირება გადაწყვიტა.

როგორც ცნობილია, შეთანხმება იმოქმედებს „საკავშირო სახელმწიფოს“ ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი და მინსკი ბელარუსზე სამხედრო თავდასხმას ორი ქვეყნის ალიანსზე აგრესიად მიიჩნევენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რუსეთის ბირთვული შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობას „საკავშირო სახელმწიფოს“ რომელიმე ქვეყანაზე განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, თუ საფრთხე ექმნება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ამასთან, მოსკოვი და მინსკი რუსეთის ბირთვულ შეიარაღებას ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილავენ ბირთვული სამხედრო ომის შესაკავებლად.

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განმარტა, რომ ასეთი ტიპის შეთანხმების გაფორმება აუცილებელი გახდა „თანამედროვე მოვლენებისა“ და მისი მტკიცებით, „ევროკავშირის წევრი მოსაზღვრე სახელმწიფოების პროვოკაციებისა და საფრთხეებისგან საკუთარი მოქალაქეებისა და ტერიტორიების დასაცავად“.

14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის წინ გამართულ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი „მომავალ წელს, შესაძლოა, ნატოს ქვეყნებს თავს ბელარუსიდან დაესხას“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend