კატეგორიები

ზელენსკიმ უარყო აშშ-ის შეთავაზება იშვიათ მინერალებზე წვდომის თაობაზე

ზელენსკიმ უარყო აშშ-ის შეთავაზება იშვიათ მინერალებზე წვდომის თაობაზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მან შაბათს მინისტრებს დაავალა არ დათანხმდნენ შეთავაზებას, რომელიც იშვიათ მინერალებზე შეერთებული შტატების წვდომას ითვალისწინებს.

მისი განცხადებით დოკუმენტი ორიენტირებულია შეერთებული შტატების ინტერესებზე და არ მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, რასაც მომავალში შეუძლია პოტენციურად შეაკავოს რუსეთის აგრესია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ს მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში არ არის მკაფიო პუნქტები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. უკრაინის ლიდერი დასძენს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაიმე კავშირი არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიებსა და რაიმე სახის ინვესტიციას შორის.

უკრაინას იშვიათი მინერალების უზარმაზარ მარაგს ფლობს, რომელიც კოსმოსურ, თავდაცვისა და ბირთვულ მრეწველობაში გამოიყენება.

ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ დაინტერესებულია ამ მინერალებზე წვდომით, რათა შეამციროს ჩინეთზე დამოკიდებულება.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა
სხვა ამბები