„დღეს ჩვენ თვალწინ იბადება ახალი საქართველო. უსამართლობის, უიმედობის, უხმობის, ძალადობის პირისპირ ჩვენი ბრაზი ზრუნვად ვაქციეთ, ტკივილი – თანადგომად და შრომად. ვდგავართ ყოვლისმომცველი გარდაქმნის გზაზე, რომლის ჰორიზონტზეც ვხედავთ მომავალ ქვეყანას” – ამ სიტყვებით იწყება „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ მანიფესტი.
მოძრაობის მისიასა და გეგმებზე ვახუშტი მენაბდე საუბრობს ევრონიუს ჯორჯიას ეთერში.