კატეგორიები

აშშ საუდის არაბეთში რუსეთთან მოლაპარაკებას გამართავს

აშშ საუდის არაბეთში რუსეთთან მოლაპარაკებას გამართავს
ევროპასა და უკრაინაში შიშობენ, რომ ტრამპის მიერ რუსეთთან გამართული მოლაპარაკებებისას, შესაძლოა, მათი ინტერესები მთავარი პრიორიტეტი არ იყოს.

მომდევნო დღეებში, შეერთებული შტატების დელეგაცია, სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით საუდის არაბეთში პირისპირ გამართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან. ეს ნაბიჯი შოკისმომგვრელი იყო ევროპისთვის, სადაც მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებებში ისინიც უშუალოდ უნდა იყვნენ ჩართულნი.

განვითარებულმა მოვლენებმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აიძულა პარიზში საგანგებო სამიტი მოეწვია, რათა განიხილონ ევროპის საპასუხო ნაბიჯები. დაძაბულობის შემცირების მიზნით რუბიომ განაცხადა, რომ ევროპა მომავალში ჩაერთვება სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მისი თქმით, ერ-რიადში დაგეგმილი მოლაპარაკებები საშუალებაა, რომ შეფასდეს მოსკოვის მზაობა უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე. მსგავსი კომენტარები გააკეთა კვირას დონალდ ტრამპმაც.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისინი მუშაობენ და ცდილობენ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევაზე. კითხვაზე მოელის თუ არა, რომ ამ მოლაპარაკებებში ზელენსკიც ჩაერთვება, დონალდ ტრამპი დადებით პასუხობს და აცხადებს, რომ პროცესში უკრაინის პრეზიდენტიც ჩაერთვება

უკრაინის პრეზიდენტი აბუ-დაბიში კვირას გვიან ღამით ჩავიდა. ჯერჯერობით უცნობია მისი დღის წესრიგი. უცნობია, მიიღებს თუ არა უკრაინა მონაწილეობას საუდის არაბეთის დაგეგმილ მოლაპარაკებებში.

Related news
კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ ევროპელი დიპლომატები პირობას დებენ, რომ უკრაინა 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მაინც მიიღებს
სხვა ამბები