კატეგორიები

ამერიკული და რუსული დელეგაციები საუდის არაბეთში ჩადიან

ამერიკული და რუსული დელეგაციები საუდის არაბეთში ჩადიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუდის არაბეთის დედაქალაქში ჩავიდა.

სწორედ რუბიო უხელმძღვანელებს ამერიკულ დელეგაციას რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში.

დელეგაციის წევრები არიან ასევე დონალდ ტრამპის უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.

რუსეთის დელეგაციას კი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს. საუდის არაბეთში იმყოფება ასევე პუტინის მრჩეველი, იური უშაკოვი.

გავრცელებული ცნობებით, საუდის არაბეთში პირველი შეხვედრა 18 თებერვალს გაიმართება.

Related news
„აღარ შეიძლება ენდო იმას, რასაც ხედავ ან გესმის“ - ექსპერტები კიბერთავდასხმების ზრდას ელიან აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „კუბისთვისაც მოიცლის“
სხვა ამბები