სასკოლო ნიშნები

გახდება თუ არა სასკოლო ნიშნები უნივერსიტეტში ჩარიცხვის პირობა

გახდება თუ არა სკოლის აკადემიური მოსწრება უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მთავარი პირობა? ამ ინიციატივის თაობაზე საქართველოს განათლების სამინისტროში პირველად 2023 წელს განაცხადეს.

2025-28 წლების სამთავრობო პროგრამაში ამის შესახებ ვკითხულობთ:  “პირველად, საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთან, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები.”

მსგავსი პრაქტიკა ევროპის და ამერიკის არაერთ უნივერსიტეტშია დანერგილი. რამდენად მზადაა საქართველოს განათლების სისტემა ამ ცვლილებისთვის- ევრონიუს ჯორჯიას ეთერში განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend