უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებულ მეოთხე ბლოკზე რუსულმა არმიამ იერიში მიიტანა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახხურის ცნობით, შეტევა განხორციელდა ფუგასური საბრძოლო მასალით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატით.
დაზიანებულია ატომური ელექტროსადგურის დამცავი გარსი. ვრცელდება ვიდეო კადრებიც, სადაც ჩანს იერიში და მის შედეგად მიყენებული დაზიანება.
ფაქტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მან სოციალურ ქსელში მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.
Російський ударний дрон із фугасною бойовою частиною влучив цієї ночі в укриття, яке береже світ від радіації зруйнованого 4-го енергоблоку Чорнобильської атомної станції.
Це укриття Україна будувала разом з іншими країнами Європи та світу, разом з Америкою – з усіма, хто хоче… pic.twitter.com/p7NCYt4l4V
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 14, 2025
„ეს დამცავი ნაგებობა ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ბლოკზე, უკრაინამ ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად ააშენა. ერთადერთი სახელმწიფო ვისაც ასეთ ობიექტზე თავდასხმა, ასევე ატომური სადგურის ოკუპირება შეუძლია არის რუსეთი”, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის დამცავი საფარი რუსულმა დრონმა დააზიანა. ხანძარი ჩავაქრეთ. ამჟამად რადიაციული ფონი გაზრდილი არ არის და მუდმივად ვაკონტროლებთ. პირველადი შეფასებით ზარალი დიდია. რუსეთი ყოველ ღამე ახორციელებს მსგავს თავდასხმას უკრაინული ინფრასტრუქტურისა და ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ. რუსეთი კვლავ ზრდის საკუთარ არმიას, კრემლი არ ცვლის თავის გიჟურ, არაჰუმანურ სახელმწიფოებრივ რიტორიკას. და ეს ნიშნავს რომ პუტინი ნამდვილად არ ემზადება მოლაპარაკებებისათვის. ის ემზადება კვლავ მოატყუოს მსოფლიო. სწორედ ამიტომ გვჭირდება ზეწოლა აგრესორზე. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმაზე რასაც აკეთებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.