მთავარიამერიკააშშმსოფლიოს ქვეყნები ეწინააღმდეგებიან ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს

მსოფლიოს ქვეყნები ეწინააღმდეგებიან ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფოლადის ყველა იმპორტი მინიმუმ 25%-ით დაიბეგრება, მსოფლიოს ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია.

ევროკავშირის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება და შესაბამის, მკაცრ ზომებს მიიღებენ.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ არც კანადელები დასთანხმდებიან ტრამპის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, კანადური ფოლადისა და ალუმინის იმპორტი ქმნის ათასობით, მილიონობით სამუშაო ადგილს ამერიკელების სასარგებლოდ. ისინი უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობენ და ერთად კარგად აკეთებენ საქმეს.  ჯასტინ ტრუდო დასძენს, რომ გააგრძელებენ მუშაობას თავიანთ უახლოეს მოკავშირესა და პარტნიორთან.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში აცხადებს, რომ ტოკიომ ტარიფებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვება ითხოვა,  მექსიკის ეკონომიკის მინისტრი კი მომავალ კვირას გეგმავს ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრას.

ბრაზილიელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ტარიფები ამერიკელებს  ხარჯებს  გაუზრდის, რადგან აშშ თავად ვერ აწარმოებს საკმარის ფოლადსა და ალუმინს.

ამავდროულად, ტრამპმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს მოაწერს ხელს ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მიერ ტარიფების დაწესებას იმპორტზე, რათა შეესაბამებოდეს სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ საგადასახადო განაკვეთებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend