მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიდონალდ ტრამპის განახლებული ხედვები რუსეთის ომზე უკრაინაში - საფრთხეები და მოსალოდნელი ცვლილებები

დონალდ ტრამპის განახლებული ხედვები რუსეთის ომზე უკრაინაში – საფრთხეები და მოსალოდნელი ცვლილებები

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარსა და საუდის არაბეთში მოსალოდნელ შეხვედრას მწვავე რეაქციები მოჰყვა ევროპაში.
ტრამპის ზარმა პუტინთან, უფრო მეტად კი მისმა რიტორიკამ, არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჰიტ ჰეგსეთმა ევროპელ მოკავშირეებს უთხრა, რომ მათ თავად უნდა დაიცვან კონტინენტის უსაფრთხოება. ითქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება ირაციონალური, 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში უკრაინის დაბრუნება კი – არარეალისტურია.

გამოიწვევს თუ არა მსგავსი განცხადებები ევროპის კონტინენტსა და ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში ფუნდამენტურ ცვლილებებს და რა გავლენა ექნება ამას საქართველოსა და იმ ქვეყნებზე, რომლებიც ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში“ არიან – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარმა გიორგი ანთაძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend