მთავარიამერიკააშშრუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა ისტორიის მასწავლებელი, ამერიკელი მარკ ფოგელი

რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა ისტორიის მასწავლებელი, ამერიკელი მარკ ფოგელი

რუსეთის ხელისუფლებამ ისტორიის მასწავლებელი, ამერიკელი მარკ ფოგელი თითქმის 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. თეთრმა სახლმა ეს ქმედება დიპლომატიური ურთიერთობის დათბობად შეაფასა. აშშ-ში ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს, რომლებიც უკრაინაში ომის დასასრულებლად უნდა გაიმართოს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული ამერიკელი მასწავლებელი მარკ ფოგელი, ვაშინგტონი, აშშ, 11 თებერვალი, 2025 წელი Copyright AP Photo/Alex Brandon

ფოგელი 2021 წლის აგვისტოში მოსკოვის აეროპორტში ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით დააკავეს. 61 წლის ფოგელი თითქმის ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც მის მოსწავლეებს შორის აშშ-ის დიპლომატების შვილებიც იყვნენ.

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი განმარტავს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან კეთილი ნების გამოხატულებაა და ნიშანია იმის, რომ უკრაინაში სასტიკი და საშინელი ომის დასრულების მიმართულებით შეერთებული შტატები სწორ გზას ადგას და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა „გაცვლის შესახებ მოილაპარაკეს“ ფოგელის განთავისუფლების უზრუნველსაყოფად. მას არ უთქვამს, რას ითვალისწინებს გარიგება ამერიკის მხრიდან. გასულ თვეს ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია რუსეთთან  სერიოზულ მოლაპარაკებას აწარმოებს ომთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულ საკითხებზე არ უსაუბრია.

რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით მარკ ფოგელის გათავისუფლების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend