მთავარიევროპაუკრაინაევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინისთვის მილიარდი ევროს ღირებულების მხარდაჭერის შესახებ განაცხადა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინისთვის მილიარდი ევროს ღირებულების მხარდაჭერის შესახებ განაცხადა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინის აღდგენისა და განვითარებისთვის დამატებით ასობით მილიონი ევროს ღირებულების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, თითქმის 500 მილიონი ევრო უკრაინული ბანკების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გამოიყოფა, მათ შორის მათთვისაც, ვინც ფრონტის ხაზთან ოპერირებს. უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ნადია კალვინიომ კიევში უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

კალვინიოს თქმით, ახლა მათთვის პრიორიტეტული უკრაინის საკითხია. შესაბამისად, მათი ერთგულება უკრაინისადმი ურყევია.  ევროპის საინვესტიციო ბანკი ამჟამად უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი  საინვესტიციო პარტნიორია.

ზელენსკი საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ დაგეგმილ კონფერენციამდე ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრას გეგმავს. მიუნხენში კი უკრაინის ლიდერი ვიცე-პრეზიდენტსა და  პრეზიდენტ ტრამპის გუნდის სხვა წევრებსაც შეხვდება.

ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა, რომ ამ კვირაში მათი წარმომადგენლები ევროპელ ოფიციალურ პირებთან ერთად განიხილავენ,  თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend