კატეგორიები

თელ-ავივში ღაზაში გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თელ-ავივში ღაზაში გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ღაზაში გატაცებული მძევლების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა თელავივში საპროტესტო აქცია გამართეს.

ჰამასის“ განცხადებით,  დროებით გადაიდო მძევლების გათავისუფლების პროცესი, რადგან ისრაელი მხარეებს შორის დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს.

პატიმრებისა და მძევლების გაცვლის მომდევნო ეტაპის ფარგლებში სამი ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ საპატიმროები ასობით პალესტინელს უნდა დაეტოვებინა. „ჰამასის“ სამხედრო ფრთის სპიკერი აბუ ობაიდას თქმით,  ისრაელი გასული კვირების განმავლობაში სისტემატურად არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ „ჰამასიც“ არ ითვალისწინებს შეთანხმების პირობებს, შესაბამისად,  ისრაელის სამხედროები მუდმივ მზადყოფნაში არიან.

დაკავშირებული ამბები
სამხრეთ ლიბანში ისრაელის ავიაიერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ევროპის მთავრობები ისრაელს ღაზის ფლოტილიის აქტივისტების მიმართ უდიერი მოპყრობის გამო აკრიტიკებენ
სხვა ამბები