პარიზში ხელოვნური ინტელექტის სამიტის ფარგლებში სამხედრო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებს.
პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთსა და ევროკავშირს მოუწოდა, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობა გააძლიერონ, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. მაგრამ ამ საკითხზე მუშაობისას, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, მონაცემებია. იმისათვის, რომ ალგორითმები ეფექტური იყოს, საჭიროა დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების ქონა. მაგრამ როდესაც საქმე თავდაცვასა და სამხედრო საქმეს ეხება, აქ ბევრი მონაცემი გასაიდუმლოებულია.
ნატოს ერთ-ერთი მეთაურის თქმით, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები, მაგალითად რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში, ცხადყოფს, რომ ალიანსის წევრებს არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ თავდაცვის გაძლიერებაზე.
პარიზის ხელოვნური ინტელექტის სამიტი პროდუქტიული გამოდგა. მაგალითად, გერმანული კომპანია Helsing-ი, რომელიც თავდაცვის სფეროში საქმიანობს, Mistral AI-სთან, ფრანგულ სტარტაპთან გაერთიანდა. ახლა ისინი ერთად იმუშავებენ რომ ევროკავშირის თავდაცვისათვის, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი თაობის სისტემები შექმნან.