კანარის კუნძულების სანაპიროსთან ახლოს ასობით მიგრანტი გადაარჩინეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 389 მიგრანტიდან უმეტესობა მამაკაცია, თუმცა ბორტზე ასევე იმყოფებოდა 46 ქალი და 5 არასრულწლოვანი.
როგორც ცნობილია, მიგრანტთა ხუთი ნავი ლანსაროტესკენ მიემართებოდა, ორი კი კუნძულ ელ-იეროსკენ.
Últimos rescates en Canarias
▶️Ayer: Salvamar Adhara y Salvamar Acrux rescatan ocupantes de 2 cayucos localizados 60 y 62 mn S. de El Hierro. Traslado a la Restinga: 67 + 111 subsaharianos
▶️Salvamar Alpheratz rescató a a 50 subsaharianos y trasladó al Puerto de los Cristianos… pic.twitter.com/0quQYWKtUY— SALVAMENTO MARÍTIMO (@salvamentogob) February 10, 2025
2024 წელს კანარის კუნძულებზე 43 000 მიგრანტი ჩავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს, განსაკუთრებით ივნისში, ევროკავშირის არჩევნების შემდეგ ევროპამ პოლიტიკური კურსი შეიცვალა.
ევროკავშირის ბევრმა წევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო მიგრაციის პოლიტიკის განახლება, მიგრაცია ევროპის საბჭოს დღის წესრიგშიც დგას.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთავაზობს, თავშესაფრის მაძიებლების დაბრუნების პროცესი დააჩქარონ და მესამე ქვეყნებში დაკავების ცენტრები გახსნან.
