მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

ლიმონის ფესტივალი საფრანგეთში, ქალის გიგანტური ფეხსაცმელი ესპანეთში, პოპ-არტის პიონერი ლონდონში  და ლურჯი წვნიანი ყველასთვის. ბრიჯიტ ჯონსი კი დიდ ეკრანზე ბრუნდება.

დიახ, ვალენტინობის დღე ახლოვდება. შეიძლება, პაემანს აპირებთ, შეიძლება, დასცინით კიდეც ყველანაირ ტკბილს. მიუხედავად ამისა,  ჩვენ შევადგინეთ იმ რეკომენდაციების სია, რომლებიც ერთდროულად მწარეცაა და ტკბილიც. ამ კვირაში საფრანგეთის ლიმონის ფესტივალი იმართება, წარმოდგენილი იქნება ტამპონებისგან დამზადებული ჭაღები, ასევე ბრუნდება რომანტიკული კომედიის გმირი ბრიჯიტ ჯონსი.

იწყება ბერლინის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალიც. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება კინორეჟისორების  რიჩარდ ლინკლეიტერის, ლიუსილ ჰაძიჰალილოვიჩისა და მარი ბრონშტეინის  ამაღელვებელი ფილმები. თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ ჩვენს ჩამონათვალში.

ასე, რომ გაიმზადეთ ყავა, მონიშნეთ კალენდარზე დღეები და დაიმახსოვრეთ, რომ ხანდახან სიყვარული შეიძლება გამოიხატოს კინოში მარტო წასვლით,  სასუსნავებით ან იმ სიმღერის მოსმენით, რომელიც გულსა და სულს სწვდება.

გამოფენები

ლონდონში, ოპერა გალერიში ესპანელი არტისტის მანოლო ვალდესის გამოფენა „ბიბლიოთეკა“ გაიმართება. მანოლო ვალდესი ხელოვნებასა და იკონოგრაფიას ახლებურად წარმოაჩენს მრავალი მულტიმედიური, ექსპრესიონისტული ნამუშევრის მეშვეობით. როგორც მისი სახელწოდებიდან  ჩანს, გამოფენა ეძღვნება ვალდესის შემოქმედებას. გამოფენა 13-იდან 20 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

ჟოანა ვასკონსელოს „მერლინი” Credit: Luís Vasconcelos

მადრიდში კი ლირიას სასახლეში ლისაბონელი ხელოვანის, ჟოანა ვასკონსელოს უჩვეულო ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. აქ წარმოდგენილი იქნება ქოთნებისა და ჯამებისგან დამზადებული ქალის გიგანტური ფეხსაცმელები, პიანონები, ტამპონის ჭაღები. ვასკონსელოს ნამუშევრები შექმნილია  ყოველდღიური წვრილმანებისგან, რომლებიც გლამურულ და ზედმეტად ცოცხალ ობიექტებად გარდაისახება. თავისთავად ეს ქანდაკებები ასახავს იდენტობის, ქალურობისა და კულტურული მემკვიდრეობის თემებს. გამოფენა 13 თებერვალს დაიწყება.

ღონისძიებები
PhotoVogue-ს ფესტივალი

მათთვის, ვისაც უყვარს მოდა და ამასთან, გარემოსაც უფრთხილდება, იტალიის PhotoVogue-ს ფესტივალი იწყება. ეს ფესტივალი ყოველთვის იცავდა ესთეტიკისა და ეთიკის ნორმებს. მიზანი კი ყოველთვის ერთი იყო:  გლობალურ ცვლილებას შესაძლოა, ხელი შეუწყოს დამაფიქრებელმა გამოსახულებებმა. წლევანდელი თემაა „სიცოცხლის ხე: სასიყვარულო წერილი ბუნებას”. აქ წარმოდგენილია  50 მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც გამოირჩევა  ბუნებრივი სამყაროს სილამაზით. გამოფენა იტალიაში, ქალაქ მილანში, 6 მარტს დაიწყება და 3 დღეს გასტანს.

საფრანგეთში 15 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ლიმონის ფესტივალი გაიმართება. საფრანგეთის ქალაქი მენტონი განთქმულია მჟავე პატარა ციტრუსით. ის მე-20 საუკუნის დასაწყისში  კონტინენტზე ლიმონის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდა. ყოველწლიური ფესტივალი  1934 წელს დაარსდა. ამ დროს ქუჩები ფორთოხლებითა და და ლიმონით ივსება.  ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ევროპული ტრადიცია, რომელიც ნათელი ფერებით ცვლის ზამთრის ცივ და მოღრუბლულ განწყობას.

ფილმები
ბერლინის კინოფესტივალი 13 თებერვალს დაიწყება

წლის პირველი, მთავარი ევროპული კინოფესტივალი ბერლინალე, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იქნება. მთავარი კონკურსისთვის შეირჩა 19 ფილმი, მათ შორის რიჩარდ ლინკლეიტერის „ცისფერი მთვარე“, რომელიც სიმღერების ავტორ ლორენც ჰარტის ბოლო დღეების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ითან ჰოუკი, მარგარეტ კვალი, ბობი კანავალე და ენდრიუ სკოტი. ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება მერი ბრონშტეინის ფილმი „ფეხები რომ მქონოდა, დაგარტყამდი“. გაიმართება მექსიკელი კინორეჟისორის მიშელ ფრანკოს Dreams-ის პრემიერაც. ფილმი ბალეტის მოცეკვავე მექსიკელისა (ისააკ ჰერნანდესი) და მდიდარი ამერიკელის (ჯესიკა ჩესტეინი) სიყვარულის ისტორიის შესახებაა. თუ უკვე დაიბენით, ჩვენმა კინოკრიტიკოსმა დევიდ მორიკონმა მოამზადა იმ ფილმების სია,  რომლებსაც ყველაზე მეტად ველით. იგი  ფესტივალს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გააშუქებს, ასე რომ, დაელოდეთ ახალ ინფორმაციას, ინტერვიუებსა და მიმოხილვებს!

Bridget Jones: Mad About the Boy


.

ჩაიცვი შენი დიდი ბებიის შარვალი და ინდაურის ქარი მოამზადე, რადგან ლეგენდარული ბრიჯიტ ჯონსი ვალენტინობის დღისთვის დიდ ეკრანებზე ბრუნდება. დაქვრივებული ბრიჯიტი (რენე ზელვეგერი), რომელიც უკვე ორმოცდაათი წლისაა, კვლავ აღმოჩნდება სასიყვარულო სამკუთხედში, რომელსაც მასთან ერთად ქმნიან  მისი ბავშვების მასწავლებლები მისტერ უოლაკერი (ჩივეტელ ეჯიოფორი) და როქსტერი (ლეო ვუდალი).

The Seed of the Sacred Fig


.

როდესაც შარშან კანის კინოფესტივალზე The Seed of the Seed of the Sacred Leg-ის პრემიერა შედგა, ეს სერიოზულ მოვლენად მიიჩნიეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენლად ძლიერი ფილმია ფუნდამენტალისტური ჩაგვრის წინააღმდეგ, არამედ იმიტომაც, რომ მის რეჟისორს, მოჰამად რასულოფს, მისი გადაღების შემდეგ ირანიდან გაქცევა მოუწია. მისი ისტორია  სულისშემძვრელია. მაყურებელს კი ახსენებს, თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას, რომ დაუპირისპირდეს რეჟიმებს, რომლებიც ცდილობენ, გააკონტროლონ და გააჩუმონ ადამიანები. თავის მიმოხილვაში დევიდ მორიკონმა აღნიშნა, რომ ფილმი ერთგვარი იარაღია მათთვის, ვინც უარს ამბობს კონტროლზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სიყვარულით არის შენიღბული.

ტელევიზია
Yellowjackets


.

1996 წელს  თვითმფრინავი, რომელშიც საფეხბურთო სკოლის გოგონათა  გუნდი იმყოფებოდა,  კანადის უდაბნოში ჩამოვარდა. სიუჟეტი  ხან წარსულში, ხან აწმყოში ვითარდება. ამ ფრაგმენტების მეშვეობით ჩვენ თვალყურს ვადევნებთ გადარჩენილი ქალების ისტორიას, მათ ურთიერთობებს. „ყვითელი ქურთუკები” გამოსვლის დღიდან (2021 წ.)  თანამედროვე დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრესტიჟული შოუა, რომელშიც სხვადასხვა პერსონაჟსაც ახასიათებენ. მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, შოუში ნახოს  90-იანი წლების ცნობილი მსახიობები, რომელთა შორის არიან მელანი ლინსკი, ჯულიეტ ლიუისი, კრისტინა რიჩი და ამჯერად ჰილარი სუონკი. ახალი სეზონი მოგვითხრობს როგორც წარსულ, ისე გადარჩენის შემდგომ პერიოდზე, როგორ ცდილობენ გოგონები ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

The White Lotus


.

16 თებერვალს „ეიჩ-ბი-ოსა“ და „მაქსზე“ კი „თეთრი ლოტუსი“ ბრუნდება. მაიკ უაიტის მძაფრი სოციალური სატირა, რომლის სიუჟეტიც კურორტების ძვირადღირებული ქსელის გარშემო ტრიალებს, ამჯერად ტაილანდში ინაცვლებს, სადაც მდიდარ, საზიზღარ და მატყუარა სტუმრებს ახალი სახეები განასახიერებენ, მათ შორის ჯეისონ აიზექსი, პარკერ პოუზი, ეიმე ლუ ვუდი, პატრიკ შვარცენეგერი და  „ბლექპინქის“ წევრი ლისა მანობანი. მეორე სეზონის პრემიერა 16 თებერვალს შედგება.

მუსიკა
Bartees Strange – Horror


.

2025 წელი ჯერ ახალი დაწყებულია და ჩვენ, ყველანი, სხვადასხვა საშუალებით ვცდილობთ, დავძლიოთ ესა თუ ის შიში. სწორედ ეს არის Bartees Strange-ს ახალი ალბომის თემა. ახალი ალბომის მოსმენა მსმენელს 14 თებერვლიდან შეეძლება.

Lady Gaga – Abracadabra


.

და ბოლოს, ლედი გაგას ახალი სინგლი „აბრაკადაბრა”, რომლის პრემიერა 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე შედგა, უკვე ლიდერობს ჩარტებში. თაყვანისმცემლები თითქოს მომღერლის ადრეული მუსიკის სამყაროში ბრუნდებიან, რითაც ენერგიულ განწყობასაც იქმნიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend