მთავარიმსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპის პალესტინელი მოსახლეობის ღაზიდან გადასახლების გეგმა გააკრიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპის პალესტინელი მოსახლეობის ღაზიდან გადასახლების გეგმა გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმა, რომელიც პალესტინელი მოსახლეობის ღაზადან გადასახლებას გულისხმობს.

ერდოღანის განცხადებით, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ამ გეგმის განხილვა არ ღირს.

დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორზე კონტროლის აღებისა და პალესტინელი მოსახლეობის ეგვიპტეში, იორდანიასა და სხვა არაბულ ქვეყნებში გადასახლების გეგმასთან დაკავშირებით განცხადება 4 თებერვალს გააკეთა, როდესაც ის ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

“სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, ისრაელის ადმინისტრაციას უფრო მზაკვრული და არაადამიანური გეგმები აქვს. უპირველეს ყოვლისა, მინდა გარკვევით ვთქვა: ღაზასთან დაკავშირებით ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ სიონისტური ლობის ზეწოლის ქვეშ წამოყენებული წინადადება, ჩვენი ყურადღების და განხილვის ღირსი არ არის”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით არავის აქვს ძალა გადაასახლოს ღაზას მოსახლეობა მათი მარადიული სამშობლოდან, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში არსებობდა. მისი თქმით პალესტინა, მათ შორის ღაზა, დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმი, პალესტინელ ხალხს ეკუთვნის.

„ღაზის მოსახლეობა, რომელმაც თავისი მიწები ისრაელის სისასტიკის, ველურობისა და თავდასხმების მიუხედავად არ მიატოვა, ღაზაში დარჩება, გააგრძელებს ღაზაში ცხოვრებას და მის დაცვას,” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend