მთავარიაზიაღაზაპალესტინელები ღაზასთან დაკავშირებით ტრამპის გეგმას აპროტესტებენ

პალესტინელები ღაზასთან დაკავშირებით ტრამპის გეგმას აპროტესტებენ

ღაზაში ათეულობით პალესტინელმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ეწინააღმდეგებიან  შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას, რომელიც  ღაზიდან მათ იძულებით გადასახლებას ითვალისწინებს. 

ევრონიუსთან საუბრისას მოჰამდემა, რომელიც ღაზიდანაა, განაცხადა, რომ არ სურს სხვაგან წასვლა.

ღაზის მკვიდრი მოჰამედი ამბობს, რომ ეგვიპტე, იორდანია და ინდონეზია  ის სამი ქვეყანაა, რომლებსაც შესთავაზეს პალესტინელი ლტოლვილების მიღება, მაგრამ პალესტინელები ამ  შეთავაზებას არ იღებენ. მათ წელიწად-ნახევარი გაატარეს ომის პირობებში და არ დაეთანხმებიან წასვლის იდეას.

მოჰამედი ამბობს, რომ ის, ვინც თავის სამშობლოს ტოვებს, მერე მუდამ იტანჯება, ამიტომ ისინი არ გაიქცევიან თავიანთი ქვეყნიდან. მართალია, ზოგიერთი წავა კიდეც, განსაკუთრებით ის, ვისაც არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი, თუმცა, მისი აზრით, უმრავლესობა ღაზაში მაინც  დარჩება.

ისრაელის ლიდერი ღაზასთან დაკავშირებით ტრამპის გეგმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის იდეა, რომელზეც აუცილებლად უნდა გაამახვილონ ყურადღება.

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ ღაზიდან იძულებით გადაადგილებული პალესტინელები მეზობელმა ქვეყნებმა უნდა შეიფარონ. თუმცა ამ შეთავაზებას არ დაეთანხმნენ არაბული ქვეყნები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend