მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

ათასწლეულის ინოვაციის 2024 წლის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. კონკურსის პირველი ადგილი და მთავარი პრიზი – NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გამგზავრება – გუნდმა Marine Guard მოიპოვა.

ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის, სკოლა „სხივისა“ და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების მიერ შექმნილი ინოვაციური უპილოტო ნავი ახდენს საზღვაო წყლების მონიტორინგს ჩაღვრილი ნავთობის აღმოჩენის მიზნით  და სპეციალური ფილტრებით ავტომატურად ასუფთავებს დაბინძურებულ არეალს. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და გამარჯვებული გუნდის MarineGuard-ის წევრმა ლუკა წოწორიამ ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend