მთავარიამერიკააშშაშშ-ის რამდენიმე შტატში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება

აშშ-ის რამდენიმე შტატში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება

აშშ-ის ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

ისინი აკრიტიკებენ ყველაფერს, მათ შორის პრეზიდენტის საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებასა თუ ტრანსგენდერების უფლებების შეზღუდვასა და ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლების წინადადებას.

ქალაქ ოსტინში პროტესტს ასობით დემონსტრანტი პლაკატებით ხელში შეუერთდა.

დემონსტრანტების მარში, ატლანტა, აშშ, 5 თებერვალი, 2025 წელი Copyright AP Photo/Mike Stewart

„ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ემიგრანტების ქვეყანა ვართ. ჩემი ოჯახი უკვე აქ ცხოვრობს, თუმცა მათი წინა თაობები ემიგრანტები იყვნენ. აქ ყველა ემიგრანტია და ამ ხალხისთვის ზურგის შექცევა არ შეგვიძლია, რადგან ამ ქვეყნის შენებაში წვლილი მათაც მიუძღვით“, – ამბობს კელი გონსალესი, დემონსტრანტი.

საპროტესტო აქცია სოციალური ქსელების საშუალებით იყო ორგანიზებული. ისინი იყენებენ ორ ჰეშთეგს #buildtheresistance (შექმენი წინააღმდეგობა) და #50501, რომლებიც გულისხმობს ერთი დღის განმავლობაში 50 საპროტესტო აქციას 50 შტატში.

სოციალურ ქსელში ვრცელდება სხვა მოწოდებებიც – „უარი თქვი ფაშიზმზე“ და „დაიცავი ჩვენი დემოკრატია“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend