კატეგორიები

აშშ-ის სენატმა პამ ბონდი გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პამ ბონდი გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი პამ ბონდი დაამტკიცა.

პამ ბონდის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ყველა რესპუბლიკელმა და ერთმა დემოკრატმა სენატორმა, შესაბამისად, 54-მა პირმა ხმა მისცა მის კანდიდატურას, ხოლო 46-მა წინააღმდეგ.

როგორც დემოკრატმა სენატორმა კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პამ ბონდის მხარი მისი კვალიფიკაციის გამო დაუჭირა, თუმცა ის იდეალური კანდიდატი არ არის.

სენატში მოსმენის დროს პამ ბონდიმ სენატორებს განუცხადა, რომ ის შეინარჩუნებდა პოლიტიკას, რომელიც თეთრ სახლთან თანამშრომლობას ზღუდავს და დეპარტამენტის დამოუკიდებლობას დაიცავდა.

მან, აგრეთვე, ისაუბრა იმაზეც, რომ არ დაუშვებდა ტრამპის პოლიტიკურ შურისძიებას და მისი ე.წ. „მტრების” დევნას.

პარალელურად, სენატის საფინანსო საკითხთა კომიტეტში მხარი დაუჭირეს რობერტ კენედი უმცროსის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას და ახლა რობერტ კენედი უმცროსს მოუსმენს სენატის სრული შემადგენლობა, რომელშიც რესპუბლიკელები უმრავლესობას ქმნიან.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა
სხვა ამბები